რეზონანსი
05.09.2020

სეზონური გრიპების გათვალისწინებით, მომდევნო 2-3 თვე იქნება განსაკუთრებით რთული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკაფიო, სეზონური ტენდენციები არ უჩვენა, მოსალოდნელ გრიპებთან დაკავშირებით, გაიზრდება სიცხის მქონე პაციენტების რაოდენობა, რაც, თავისთავად, საჭიროებს განსხვავებას - იქნება ეს კორონავირუსი თუ გრიპი. ჩვენ, ბუნებრივია, გვექნება შესაფერისი, ტესტირების შესაძლებლობები სამედიცინო დაწესებულებებში იმისთვის, რომ დიფერენცირება ძალიან სწრაფად მოხდეს. კარგია ის, რომ პირადი დაცვისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, თავისთავად, დადებითად აისახება ორივე ინფექციაზე და როგორც კორონავირუსი, ისე გრიპი წარმატებით ექვემდებარება პრევენციას" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×