რეზონანსი
05.09.2020

გზების დეპარტამენტი 6-8 სექტემბერს ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო მოძრაობის შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.

6- 8 სექტემბერს „ღირსეული პარტნიორი 2020"-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილდებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება.

კერძოდ, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით მოძრაობა 6 და 8 სექტემბერს, 04:00 საათიდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 7 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 საათის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×