რეზონანსი
05.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება.

მისივე თქმით, სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისათვის იმაზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე ოდესმე.

„ბევრად უკეთესად არიან მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება და ყველამ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას. საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან იწყება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×