რეზონანსი
05.09.2020

მუშებს გარკვეული მიზეზის გამო 2 დღით ადრე მოუწიათ კლუბში მისვლა - ამის შესახებ კლუბ „დეჟავუს" დირექტორი ნინო გვალაძე აცხადებს.

ნინო გვალაძე გამოძიების ვერსიას, რომ ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, არ ეთანხმება.

„ბიჭებმა თვითონ დააყენეს, დაამონტაჟეს. ახლა ხო 6 თვეა არ გვიმუშავია, ეხლა ვამზადებდით ყველაფერს.

შევამოწმეთ კონდინციონერი, ჩავრთეთ 2 დღის წინ არ ჩაირთო. მოვიყვანეთ ისევ ეს ბიჭები და ამოწმებდნენ, ამ დროს არ ვიცი რა მოხდა, რატომ აფეთქდა.

ის ბალონი, რაც ჰქონდა არ ფეთქდება. ჟანდგბადის ბალონი საერთოდ არ არის აფეთქებული, შიგნით აბსოლუტურად არაფერია დაზიანებული. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა მოხდა, სულ ერთი თვის ნამუშევარი კონდინციონერი იყო და რომ არ ჩაირთო ერთი წუთითაც აღარ ვამუშავეთ. ყველანაირი ზომა დაცული იყო", - განაცხადა „ტვ პირველთან" საუბრისას ნინო გვალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×