რეზონანსი
05.09.2020

ჩოხატაურში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებული სამი თვის ბავშვია. ის ჩოხატაურში იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნება. მალე მოხდება მისი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა", - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჩოხატაურში მცხოვრებ 21 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საკონდიტრო „დონაში" იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×