რეზონანსი
05.09.2020

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობას 319 პაციენტი აგრძელებს. მისივე თქმით, ინფიცირების 25 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას კლასტერს" უკავშირდება.

„ამაჟამად კოვიდცენტრებში 319 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ახალინფიცირებულებს, კოვიდინფექცია 25 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 9 არის „დონას კლასტერიდან", 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 1 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სამის ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ერთი არის რუსთავის „ავერსის" თანამშრომელი და მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელზეც დადასტურებული არ არის წყარო და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი ინფორმაციით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს, მათგან ერთს მდგომარეობა კრიტიკულია.

„რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 15 კოვიდინფიცირებული, აქედან 3 მძიმე პაციენტია - 2 მკურნალობს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში და ერთი არის კრიტიკული,"- განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×