
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, კარგია, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოესწრო. გამოძიების ფარგლებშივე მან ძალიან ბევრ კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. დადგინდა, რომ გიორგის არ შეეძლო გადაადგილება და მკვლელებმა გადააგდეს ბავშვი არაგვში.
„ათასი სისულელე ჟღერდებოდა და ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ეს პერიოდი არის ძალიან შემჭიდროებული. გეტყვით მნიშვნელოვან დეტალს, ბიოლოგიური სიკვდილი ექსპერტიზაში პრაქტიკით დადასტურებულია, რომ მოიცავს 7-დან-10 წუთამდე პერიოდს. 10 წუთი არის სრული თანხვედრა ბიოლოგიურ სიკვდილთან რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გიორგი იქნა გადაგებული არაგვში.
მშობლებს სწამთ, რომ „ტოიოტას“ მგზავრები, რომელთაც ბრალი წარედგინათ მკვლელები არიან“, - განაცხადა "ტვ პირველთან" ნიკოლაძემ.