რეზონანსი
04.09.2020

გონიოში ზღვაში გამნაღმველებმა კოროზირებული ჭურვი იპოვეს.

ზღვაში ჭურვის არსებობის შესახებ უწყებაში შეტყობინება მოქალაქის მხრიდან შევიდა.

ადგილზე სამართალდამცავები და გამნაღმველები მივიდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტი აქვთ სამართალდამცავებს შემოსაზღვრული.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×