რეზონანსი
04.09.2020

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტ გიორგი გლუნჩაძეზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს გიორგი გლუნჩაძეს სააცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ფაქტს „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტიის აქტივისტზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა და განაცხადა, რომ შსს-მ საქმე დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×