
პურის ფასის ზრდის საშიშროება არ არსებობს. სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „პალიტრა ნიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე არსებული საფასო პოლიტიკა არ იძლევა პურის ფასის გაზრდის საშუალებას. აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომლის პოლიტიკური ელფერის ქვეშ გატარებას ცდილობენ, არასწორია, რადგან რუსული ხორბალი არაა არჩევანი იმის გამო, რომ მას პოლიტიკური წანამძღვარი აქვს. რუსული ხორბალი, საქართველოს სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომია, სიიაფის თვალსაზრისით და ყველაზე ხარისხიანი, ხარისხის თვალსაზრისით. ამას ადასტურებს საერთაშორისო ტენდერები. რუსულ ხორბალს ყიდულობს ევროპის ქვეყნები, ეგვიპტე, თურქეთი... ფასი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გაიზარდა, სწორედ თურქეთისა და ეგვიპტის შესყიდვებმა გაზარდა. რუსული ხორბლის ალტერნატივა სამყაროში ძალიან ბევრია, უბრალოდ, ყველა ეს ალტერნატივა არის გაცილებით ძვირი" - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.