რეზონანსი
04.09.2020

კოსტავას ქუჩაზე, „დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას ერთი ადამიანი გარდაიცვასა, 3 კი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა იყო, ერთ-ერთი თვითმხილველი ცდილობდა ცეცხლწაკიდებული ადამიანისთვის დახმარება გაეწია.

„ცეცხლმოკიდებული ადამიანი იყო გარეთ, რომ გადმოვაბრუნე არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. გარეთ სამი ადამიანი იყო სულ, ორი გონზე იყო, ერთი უგონო მდგომარეობაში" - ჰყვება თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×