რეზონანსი
04.09.2020

ფილარმორიასთან აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა პირველ პაციენტთან შედარებით მსუბუქია, თუმცა საყურადღებო. „მიმდინარეობს გამოკვლევები და პაციენტებთან შესაბამისი მკურნალობა დაწყებულია", - განაცხადა სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფილარმონიასთან, აფეთქებისას სულ სამი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×