რეზონანსი
04.09.2020

კომპანია „თბილისი ენერჯი" ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა.

კომპანიის ინფორმაციით, ფართს, სადაც აფეთქება მოხდა, გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა.

„კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. ფართი სადაც აფეთქება მოხდა, „თბილისი ენერჯის" აბონენტად არ არის რეგისტრირებული და გაზი საერთოდ არ მიეწოდება.

კომპანია „თბილისი ენერჯის" სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველადი მოკვლევის შედეგად, ბუნებრივი აირით აფეთქება გამოირიცხა. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×