რეზონანსი
04.09.2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 მუშა, ხოლო გარდაცვლილა ერთი მამაკაცი. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა 2 მუშა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ სტაციონარში არიან გადაყვანილები. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×