რეზონანსი
04.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის გვერდიდან 16 და ტელეფონიდან 3 ვიდეო ჩანაწერი მოვიპოვეთ. ყველა ვიდეოში ასახულია თამარ ბაჩალიაშვილი და მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

პროკურორი არ განმარტავს ვიდეო ჩანაწერებში მიმართავს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი მშობლებს და საუბრობს თუ არა ოჯახზე.

„დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განგიმარტავთ, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეში შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას", - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×