რეზონანსი
04.09.2020

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში აღმოჩენილია ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები

ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური, ბიოლოგიური, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შედეგები. საბოლოო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა, წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. გარდაცვლილის ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, ეს მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას ადამიანის ორგანიზმში აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×