რეზონანსი
04.09.2020

„ავერსის" რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებიდან შვიდი რუსთავის მკვიდრია.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ხელმძღვანელმა დავით ბეგადვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, შვიდი რუსთაველი კოვიდინფიცურებულის 60 კონტაქტია მოძიებული. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ავერსის კლინიკაში მედპერსონალი მთლიანად ჩანაცვლებულია. ადგილზე მხოლოდ ის ლაბორანტები რჩებიან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სისტემატურად უტარდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×