
თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის მიერ გუშინდელ გაკეთებულ განცხადებებს გარდაცვლილი პროგრამისტის უფლებადამცველი არ ეთანხმება.
მიხეილ რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძის მიერ გასაჯაროებული დეტალები თანხვედრაშია პროკურატურის პირველად ვერსიასთან, რომ ახალგაზრდა გოგომ თავი მოიკლა.
"დეა კაპანაძისა და ბევრი ადამიანის ჩვენება, მათ შორის გამზრდელი ბებიის, გამოძიების პირველად ვერსიას ამყარებს, ვითომ ეს თვითმკვლელობა იყო. როგორ შეიძლება მამისა და შვილის საუბარი მესამე პირმა იცოდეს. გამოძიება პირველად ოჯახის შესწავლით იყო დაკავებული და ოჯახის 10 წლის წინ არსებულ შემაკავებელ ორდერს ნახულობდნენ. როდესაც მეთოდებზე ვსაუბრობთ, არსებობს КГБ-ს მეთოდები, მაგალითად, როდესაც სკოლის ასაკიდან არსებობს ჩამშვები კლასელი და შექმნი ისტორიას, რომ ეს ბავშვობიდან იყო ცუდი ბავშვი. დეას ისტორიას, რომ თითქოს თამარს ბავშვობაშიც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, არცერთი მაგის კლასელი ამას არ ადასტურებს," - ამბობს უფლებადამცველი.