რეზონანსი
04.09.2020

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია, "არუაას" წერს, ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრის დროს, ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო უწყებას დაევალა "სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს".

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×