რეზონანსი
04.09.2020

წუხელ უმძიმესი ავარია მოხდა ზემო აჭარაში, სოფელ ხაბელაშვილებში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.

ავარიის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, ორი პაციენტიდან ერთი უკვე გაწერეს, ხოლო მეორეს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნება თავის ტრავმა და მოტეხილობები. დაშავებულები კლინიკა "მედინაში" გასულ ღამეს მოათავსეს.

საშინელი ავარია მაშნ მოხდა, როდესაც ისინი გომის მთიდან ბრუნდებოდნენ. ავტომობილი მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ხევში გადავარდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×