
დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა, -ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.