რეზონანსი
03.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას განმარტავს, თუ რატომ ხდება ისე, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე კარანტინს გადის, უცხოელი კი არა.

მისი თქმით, კარანტინმა ეპიდემიის შეკავებაში დიდი როლი ითამაშა, რამაც შეამცირა ეპიდსიტუაცია.

„კარანტინში 300-მდე ადამიანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ეს 300 ადამიანი კარანტინში რომ არ ყოფილიყო, გაამრავლეთ 3-4-ზე და იმდენ ინფიცირებას მივიღებდით. 

ამ დიფერენციას აქვს უხერხული მომენტი, რის გადახედვაზეც ვმუშაობთ, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს აუცილებელი იყო.

თვითიზოლაციაში სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამოქალაქეები, ყველა დარღვევა მოდიოდა ჩვენს მოქალაქეებზე და არა უცხოელებზე. ისინი არ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს.

ტურისტს მობილობა განსაზღვრული აქვს და იცის, სად უნდა წავიდეს, ბევრ ადამიანთან კონტაქტი არ აქვს. მე კი ქართველი, რომელიც გერმანიაში ვიყავი წასული, ჩამოსვლისას თითქმის მთელ სანათესაოს ვნახულობ და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი დიდია.  სწორედ ეს იყო ამის მიზეზი, თუმცა ამ რეგულაციის გადახედვაზე ვმუშაობთ.“- ამბობს ამირან გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×