
ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს, სკოლები ემზადებიან და გამოქვეყნებულია ის წესები, რაც უნდა დაიცვან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სკოლებში ბავშვებმა დისტანცია მაქსიმალურად უნდა დაიცვან.
ლუგარის ლაბორატორია ჩვენი და ამერიკის პარტნიორობის სიმბოლოა - გიგი უგულავა
„სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც მაგალითად, იაპონელი ბავშვები. არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან.
შეიძლება ჩვენმა ბავშვებმა ის ნიღაბი ისე მოიხმარონ, რომ უარესი იყოს. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დაბალ კლასელებსაც უკეთიათ ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ბავშვებზე რომ გავთვალეთ რისკები, ჯობია, უნიღბოდ იყვნენ.
მითუმეტეს, ახლა არ არის ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ამიტომ აჯობებს, რომ დისტანცია იყოს მაქსიმალურად დაცული და სხვა პირობები რაც არის გაწერილი, ის წესები იქნას დაცული სკოლებში იმისთვის, რომ ბავშვებმა თან ისწავლონ და თან რისკები იყოს კონტროლირებადი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.