რეზონანსი
03.09.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვიკატი მირიან ნიკოლაძე დაკავებული ქალის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საგამოძებო პროცესში ცრუ ჩვენების მიცემა არასწორი საქციელია, თუმცა ახალგაზრდა ქალის მთელი სიმკაცრით დასჯას არ მოითხოვს.

„მე ათასგზის ვახსენე, რომ ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა. ყველას სურდა და დღესაც რამოდენიმე კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური დაინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მკვლელებს დააფარონ ხელი და მათ კონკრეტული ტელევიზიაც ეხმარებათ.

რაც შეეხება მოწმეს, არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით დაისჯოს, მაგრამ როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს შეცდომაში შეჰყავს გამოძიება, დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- განაცხადა "ტვ პირველთან" ნიკოლაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი ქალი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×