
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დნმ-ის დასკვნა ცნობილია. დნმ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ოჯახი დღეს დნმ-ის დასკვნას გაეცნობა.
„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაიცნო და ამ დასკვნის შესახებ პროკურატურა განმარტებას სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. მისი თქმით, კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.