რეზონანსი
03.09.2020

გერმანიაში 27 წლის ქალმა ხუთი შვილი მოკლა. ადგილობრივმა პოლიციამ ბავშვების ცხედრები ქალაქ ზოლინგენში, მათ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა.

ინფორმაციას „როიტერი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „როიტერი" წერს, მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვების ბებიამ აცნობა. ბავშვები ერთი, ორი, სამი, ექვსი და რვა წლისები იყვნენ. თავად დედამ დღეს თავის მოკვლა სცადა და მატარებელს წინ გადაუხტა, თუმცა გადარჩა. მისი მეექვსე, 11 წლის შვილი ბებიის სახლში უვნებელი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×