რეზონანსი
03.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, FBI-მ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართულმა საგამოძიებო უწყებებმა გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაუსახელეს.

მისი განცხადებით, პროკურატურამ ის წერილი უნდა გაასაჯაროოს, რომელიც FBI-ს საქმეში ჩართვის მოთხოვნით მისწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუმყარდება ეჭვი, რომ საქმეში მაღალჩინოსნების ხელი ურევია.

"რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი უნდა ყოფილიყო. წერილი საჯარო არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ზუსტად მაღალჩინოსნები არიან ჩარეული და არ უნდათ გამოძიება. FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც მათ უარი განაცხადეს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე. მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს და რა ეწერა იმ წერილში. არ ვენდობი არც ექსპერტს, არც პროკურატურას, არც გამოძიებას და არც არავის", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×