რეზონანსი
03.09.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ერთი პირი დააკავა.

ამ ფაქტს დაღუპული ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დროული რეაგირება განხორციელდა.

„არ შეიძლება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, ამით სარგებლობა, მნიშვნელობა არ აქვს, დაკვეთა მიიღო და ის შეასრულა თუ არა. რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე მისი დატოვება იყო შეუძლებელი. ახალგაზრდა გოგონაა, ბავშვი ყავს და სიმკაცრე ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ფაქტის გამოვლენა, რომელიც სამომავლოდ პრევენცია უნდა გახდეს სხვა პირებისთვის, რომ ასე არ შემოგვიგდონ ეს მოწმეები, ტყუილად არ ხარჯონ დრო, ენერგია და რესურსი სასამართლოშიც და გამოძიებაშიც. ეს იყო მიზანი და ეს არ განხორციელდა", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×