რეზონანსი
03.09.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ერთი პირი დააკავა. შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადებით ცრუ ჩვენების ავტორის მიზანი პოპულარობა იყო.

საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა.

ვერონიკა არონია მედიის მიმართულებით სწავლობდა და კარიერის გაგრძელებაც სწორედ ჟურნალისტიკაში სურს. სოციალური ქსელიდან ცნობილი ხდება, რომ მუშაობდა „ტვ ინკოგნიტოში" და ასევე ჟურნალისტად „ანტურაჟში".

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×