
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ჩაერთვება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა,
ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორთან შეხვედირს შემდეგ განაცხადა.
„როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისთვის” და “გუგლისთვის”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ საქმეში BFI ჩართულიყო. ეს მოთხოვნა მათ გამოძიების დაწყებიდანვე ჰქონდათ.