
ა.წ. 19 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვნების - თ. ვ.-სა და მ. ს.- ს ნიშნობაში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველიც იმყოფებოდა.
ambebi.ge ინფორმაციით, ბოტკოველი 15 წლის ბავშვების ნიშნობის მრავალრიცხოვან სუფრაზე „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლის, ნუგზარ ბეჯანოვის მიწვევით მივიდა. გამოცემის ინფორმაციით, წვეულებას პარტიის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"აღნიშნული ნიშნობა ყარაჯალაში მართლაც გაიმართა. იქ არ ვყოფილვარ, გადმოცემით ვიცი, რომ დაახლოებით 150-200-კაციანი სუფრა ყოფილა ეზოში გაშლილი. ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად წვეულებაზე "ნაციონალებიც" ყოფილან, ვინაიდან ენმ-ს წევრს ნუგზარ ბეჯანოვს და ვალიევების ოჯახს ნათელმირონობა აკავშირებთ. ქალ-ვაჟი 15 წლისაა. როგორც ვიცი, გოგონა ჯერ არ გაჰყოლია, არ ვიცი, ქორწილი როდის ექნებათ.
ყველამ კარგად იცის, რომ არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია, მაგრამ ვის ეყურება? როგორც ამბობენ, „ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს მეზობლის გოგონას დაეჯახნენ და ფეხი მოსტეხეს. ზუსტად არ ვიცი, ვინ წააქცია გოგონა. მისთვის კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია, რომელ ექიმთან წაყვანაზეა ლაპარაკი... ოღონდ სუფრა გაიშალოს და "ნაციონალები" ყველგან მირბიან. გიორგი ბოტკოველი ნიშნობაში 3-4 კაცით იყო ჩამოსული. ბოტკოველი სიტყვით გამოსულა, მიყვარს ყარაჯალაო და ეგეთები უთქვამს. დანაშაულის ხელშეწყობა არაა, როცა იცი, არასრულწლოვნები არიან, გამოდიხარ და ლოცავ? ყველა საქმის კურსშია ამ ნიშნობაზე, მათ შორის პოლიციაც. ეს ბოტკოველი ოთხი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია", - განაცხადა ყარაჯალის რწმუნებულს, ალასკარ სართანოვს ესაუბრა.
თავად გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ არ იცოდა თუ არასრულწლოვნების ნიშონა იყო.
სრულად იხილეთ: ambebi.ge