რეზონანსი
03.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ოჯახის წევრებს და უფლებადამცველს უკვე გადაეცა, თუმცა დასკვნა საჯარო არ არის.

"ფორმულას" ინფორმაციით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში სავარაუდოდ წერია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტებით ინტოქსიკაცია სახელდება.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც ოჯახის ადვოკატს არ გაუსაჯაროებია. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ჯერჯერობით სრულად არ გაცნობია.

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×