რეზონანსი
03.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დღესდღეობით საყურადღებოა „ავერსის" კლინიკა.

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×