რეზონანსი
03.09.2020

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ქალბატონი პროკურატურასთან გამართულ აქციაზე პირდაპირ დაწერილ ტექსტს კითხულობდა, პირდაპირ ბრალი დასდო სახელმწიფოს იარაღით ვაჭრობაში. თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ ფარულად ვეხმარებით ჩვენი მტრის, რუსეთის მეგობარ სომხეთს. თურმე მისთვის ვყიდულობთ იარაღს და ვაწვდით. რაც მთავარია, ამ ქალბატონმა ინტერვიუში თქვა, რომ მილიონები გადაარიცხინეს მის შვილს ამ იარაღის შესაძენადო, არ ვიცი რატომ დაუწერეს ეს ტექსტი.

"იარაღის ვაჭრობის თემაც, ბუნებრივია, რომ სენსაციისთვის იყო განკუთვნილი - მოითხოვა საქმეში თურქეთის და აზერბაიჯანის ჩართვა. თუ ეს ინფორმაცია მას ჰქონდა, ხომ შეეძლო ჯერ პროკურატურისთვის მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ იქვე იდგა პროკურატურასთან. აი, აქ არის პრობლემა.

ვფიქრობ, ბაჩალიაშვილი ჩართული იყო ისეთ სერიოზულ საქმეებში, როგორიც არის ინფორმაციის უკანონო წვდომა, რაც ფაქტობრივად დედამისმაც დაადასტურა - მილიონი გადაარიცხინესო. ის მილიონი იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს, თუ ვინმე კონკრეტული ადამიანის ანგარიშზე დაჯდა, ეს ხომ არავინ არ იცის. გამოძიებამ უნდა გამოკითხოს ეს ქალბატონი, რა წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მილიონები გადაარიცხინეს. ან გარდაცვლილის აქვს ნათქვამი, ან მას წვდომა აქვს კიდევ სხვა ინფორმაციასთან, ესეც უნდა იქნას გამოძიებული.

ამბობენ, რომ ყველაფრი ვიცით, მაგრამ არაფერს არ ვიტყვით, გამოძიებას არ ვენდობითო - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, თუ არ იქნება ოჯახის და პროკურატურის ერთობლივი მოქმედებები და უპირველესად, თუ ოჯახმა არ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიებას“, - განუცხადა "ფორ.ჯის" ალადაშვილმა.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×