რეზონანსი
03.09.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია. ადვოკატი ამბობს, რომ ის ოჯახის წევრებთან ერთად დასკვნას 3 სექტემბერს გაეცნობა. რამიშვილის განცხადებით, ხვალ გაირკვევა მანქანაში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილის იყო თუ არა.

„ხუთშაბათს, ანუ 3 სექტემბერს გახდება ცნობილი დნმ-ის ანალიზის კვლევის პასუხები, შესაბამისად, გაირკვევა, ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილის. მოვიდა საბოლოო დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ეს არის საბოლოო დასკვნა, ვეცნობით, სხვა საბოლოო დასკვნებიც  არის მოსული“, – ამბობს რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×