რეზონანსი
03.09.2020

18 ივნისის საბედისწერო ღამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ქათამაძე კამერასთან პირველად გამოჩნდა.  „არ ვიცი რა შუაში ვიყავი. არ ვიცი რატომ გამისწორდნენ“, - უთხრა „კურიერს“ ქათამაძემ.

ჩვენებების მიხედვით, ქათამაძეს მერსედესის ყველა მგზავრი გაუსწორდა, გარდა გიგა ტატიაშვილისა, ასევე, ქათამაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა იმ ორმა არასრულწლოვანმა, ვინც ექვსეულისკვალდაკვალ გადაადგილდებოდა.

დღეს კი პირველად მედიასთან დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალადობის და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ბარბაქაძე ჩვენების შინაარსს არ იზიარებს და ამბობს, რომ ის მას არ ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×