რეზონანსი
02.09.2020

ამ ეტაპისთვის, სოციალურ დახმარებაზე განაცხადი უკვე 857 000 ბავშვის მშობელმა გააკეთა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველა ეს განაცხადი მივიღეთ ვალიდურად. თანხები უკვე გადარიცხულია შესაბამის ბანკებში. დღეის მდგომარეობით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ 91 000 ბავშვის მშობელს უკვე გადაერიცხა თანხა. თანხების გადარიცხვა რა თქმა უნდა გაგრძელდება. ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის მანძილზე სრულად მოხდება თანხების ანაზღაურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×