რეზონანსი
02.09.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თერმოსკრინინგი გაგრძელდება - ამის შესახებ მესტიის საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმაб ნია ბჟალავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური კვლევები და თერმოსკრინინგი მოსახლეობაში საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება და საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას პაციენტებს მესტიის კლინიკაში PCR კვლევა ჩაუტარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მოიხსნა შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. მაინც გრძელდება თერმოსკრინინგი მოსახლეობის ოჯახის ექიმების მეშვეობით, ასევე გრძელდება ეპიდომიოლოგიური კვლევები საჭიროების შემთხვევაში. კლინიკაში შემოსული პაციენტები გადიან თერმოსკრინინგს და საეჭვო შემთხვევების დროს PCR კვლევა ტარდება, - განაცხადა ნია ბჟალავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×