რეზონანსი
02.09.2020

დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„მოგესალმებით, გორელებო! დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, 21-ე საუკუნეში, მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით, თქვენს მიერ გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის გამთლიანება ქართლიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×