
სევა შამოიანი, რომელიც ყოფილმა შეყვარებულმა შალვა გოგოლაძემ დაწვა, მომხდარის დეტალებს პირველად იხსენებს. სევა ადამიანებს მოუწოდებს, რომ არ დამალონ ძალადობა, პატივი სცენ საკუთარ თავსა და სიცოცხლეს. ის ქალებს სთხოვს, რომ ძალადობის პირველივე შემთხვევაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
„მიუხედავად იმის რომ დაწვით დამემუქრა, ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც შევხვდი მითხრა, რომ ბენზინგასამართ სადგურთან გავყოლოდი, რადგან ავტომობილში საწვავი გამოელია. გავყევი და იყიდა, შემდეგ ეზოში ჩემზე ფიზიკურად იძალადა, ბენზინი მომასხა და ცეცხლი წამიკიდა. ვერც ტკივილის ვგრძნობდი, უბრალოდ მახსოვს რომ გავრბოდი და ვკიოდი, არ ვიცი სახეზე და ტანზე როგორ გადავრჩი, მახსოვს ცეცხლშ სრულად გახვეული ვიყავი“, - ამბობს სევა შამოიანი.