რეზონანსი
02.09.2020

გორმა საკუთარ თავზე გადაიტანა ყველაზე მძიმე დღეები. სწორედ აქ, ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები აღიზრდებიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ფრონტის ხაზი ქართლზე გადის.

„აქ, გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს. სისხლსა და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს. ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია. თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია. ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს. თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლება, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დადგა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×