რეზონანსი
02.09.2020

სასტუმრო „ოაზისში", სადაც Covid19 დადასტურდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმებიც იმყოფებიან.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, „ოაზისში" კონფერენციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 2 ან 3 ექიმი ესწრებოდა. მისივე თქმით, ეს ექიმები „კოვიდის განყოფილებაში" არ მუშაობენ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ბათუმში, სასტუმრო "ოაზისში" 400 ექიმი კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადავა. სასტუმროში საერთო ჯამში 900-მდე ადამიანი იმყოფება

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×