რეზონანსი
02.09.2020

ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულის თხოვნით, ადვოკატი სასამართლოზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შეუამდგომლობას არ დააყენებს. ამის შესახებ ბრალდებულსი ადვოკატმა განაცხადა.

„მისი პოზიცია ასეთი გახლავთ, ის საერთოდ არ აპირებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობასთან დაკავშირებით ოპონირება გაუწიოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენოს, ეს მისი ნებაა, რასაც ნაკლებად ველოდებით",- განაცხადა ადვოკატმა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ-ინსპექტორი 12 წლის მოზარდს დაეჯახა. გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×