
ახალ სასწავლო წელს პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის, მოსწავლეების გარდა. სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.
რეგულაციები და რეკომენდაციები შემდეგია.
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.