
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ღამის კლუბები დაიკეტა. გაუქმდა ყველა დაგეგმილი ივენთი. როგორც ღამის კლუბების მენეჯრებმა განაცხადეს, გუშინ მიიღეს გაფრთხილება ჯანდაცვის სამინისტროდან კლუბების დახურვის შესახებ.
„უკვე დახურული ვართ. გუშინ გაგვაფრთხილეს. გვითხრეს უნდა დაკეტოთო. ანუ დღეიდან აღარ ვმუშაობთ. ყველა ივენთი გაუქმებლია. ნაწილი კლუბების დაიკეტა, ხოლო ისინი, ვინც რესტორნის ფუნქციასაც ასრულებდნენ, 11 საათამდე იმუშავებენ. კლუბი აღარ იმუშავებს. გაგვაფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტროდან, აბა ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამ ამბავს. არანაირ კონტროლის გამკაცრებაზე არ ყოფილა საუბარი. პირდაპირ გვითხრეს დაკეტეთო" - ამბობენ ღამის კლუბების მენეჯერები.აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
„შედგა სამინისტროს წარმომადგენლების კლუბებისა და ბუნგალოების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა. მიეცათ დამატებითი გაფრთხილება, რომ დაიცვან ყველა წესი, რომელიც მოწოდებულია. ასევე გამკაცრდეს ამ წესების დაცვა. საკოორდიაციო საბჭო ღებულობს მსგავს გადაწყვეტილებას დახურვა -არდახურვის თაობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად აგრძელებენ კლუბები მუშაობას", - გვითხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი