რეზონანსი
02.09.2020

შეკვეთილი გვაქვს კორონავირუსის 700 ათასი ცალი ვაქცინა,- ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა, ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებული ვაქცინის ყიდვით. შეკვეთილია მოსახლეობის 20 პროცენტის, დაახლოებით 700 ათასი, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება. გვაქვს ორი დედლაინი, 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი -რისკ ჯგუფებისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×