რეზონანსი
02.09.2020

ქუთაისში შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელურ მარკეტ "ფემილიში" ნიღბიანი პირი შეიჭრა და მუქარის ფონზე, მაღაზიიდან თანხა წაიღო. ამ დროისთვის საქმეში მხოლოდ 1 პირი ფიგურირებს.

მაღაზიაში მომუშავეთა თქმით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა წაიღო მან მაღაზიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით არის თავდამსხმელის წინააღმდეგ საქმე აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×