რეზონანსი
01.09.2020

ჯეკო ფხალაძეს იგივე „ჯეკოია დოუნდობელს“, როგორც თავის თავს Facebook-ში უწოდებს, საზოგადოება პედოფილიაში სდებს ბრალს. მას სოციალურ ქსელში შექმნილი აქვს ჯგუფი, სადაც უმრავლესობა არასრულწლოვნები არიან.

ამ ჯგუფში განიხილება ისეთი თემები, რომლებიც მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობისთვის მიუღებელია, ესენია: აბორტი, ნაადრევი ორსულობა და ა.შ.

ჯგუფის ადმინისტრატორი ჯეკო ფხალაძე  ამ მიმოწერაში პრობლემას ვერ ხედავს. ის „მთავარს“ უყვება, რომ  ეს ჯგუფი თავისი შექმნილი არ არის და ერთ-ერთი პირისგან იყიდა.

28 წლის მამაკაცი ამბობს, რომ მოზარდებთან პირადი მიმოწერაც აქვს. 

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლებმაც ჯეკო ფხალაძის გვერდის მიმოწერები ნახეს პედოფილიის აშკარა საფრთხე დაინახეს. მას ბევრმა მისწერა, თუმცა ამბობენ, რომ ყველა მათგანი შემდეგ ფხალაძის მხრიდან სოციალურ ქსელში ზეწოლისა და ლანძღვის ობიექტი გახდა ამიტომ ღიად ამ თემაზე საუბარს უმეტესობა ერიდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×