რეზონანსი
01.09.2020

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და მისი სა­ბუ­რა­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ბუქ­სი­რე­ბის, გათ­რე­ვის, ან სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი ვერ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ავ­ტო­მან­ქა­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით დად­გინ­და, რომ ის GPS ან სხვა მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი არ იყო. ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნას არ აღ­მო­აჩ­ნდა მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­რიგ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში, 2020 წლის 31 აგ­ვის­ტოს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ჩა­ტარ­და, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბი, "ჰი­უნ­დაი აუტო სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი იღებ­დნენ.

ნივთმტკი­ცე­ბის გახ­სნა-დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი „Hyundai Accent’’-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა აღ­ჭურ­ვი­ლი იყო არა­ქარ­ხნუ­ლი წე­სით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კე­ტის ჩა­კეტ­ვა-გა­ღე­ბის ფუნ­ქცი­ით, რაც იმარ­თე­ბა ე.წ "პულ­ტით“, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით სხვა და­მა­ტე­ბი­თი ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბა ვერ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კე­ტის ჩა­კეტ­ვა-გა­ღე­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბა, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა და კონ­დი­ცი­რე­ბა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და.

გარ­და ამი­სა, ავ­ტო­მან­ქა­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით დად­გინ­და, რომ იგი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი GPS ან სხვა მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბით. ამას­თან, ავ­ტო­მან­ქა­ნას არ აღ­მო­აჩ­ნდა მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი, რაც გა­მო­იწ­ვევ­და ზე­თის ან ბენ­ზი­ნის დაღ­ვრას და შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბო­და, რო­გორც ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით. ამას­თან, ექ­სპერ­ტე­ბის მიერ, ად­ვო­კა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, დათ­ვა­ლი­ერ­და ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ბუქ­სი­რე­ბის, გათ­რე­ვის ან სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი ვერ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×