რეზონანსი
01.09.2020

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საკალათბურთო მოედანი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყო. ტერიტორია შემოიღობა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და გარეგანათება, ასევე, მოეწყო საგულშემატკივრო სივრცე.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ჭიათურელი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. გაზაფხულზე, მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდებისთვის საკალათბურთო მოედანი მოგვეწყო. კომპანიამ სრულად აიღო თავის თავზე ფინანსური პასუხისმგებლობა და დღეს ქალაქში ერთით მეტი სტადიონი გვაქვს. იმედი მაქვს, ეს ტერიტორია ახალგაზრდებისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ახალგახსნილ სტადიონზე პირველი ამხანაგური მატჩი კალათბურთში 3 სექტემბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×